logo_geo
eng_logo
იტალიის თავდაცვის მინისტრი: იტალიიდან უკრაინაში იარაღის მიწოდება მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება
- +

14 დეკემბერი. 2022. 01:39

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ იტალიიდან უკრაინაში იარაღის მიწოდება მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება.

მე ვიცი, რომ სამხედრო დახმარება ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს და ის დასრულდება, როდესაც ჩვენ გვექნება სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლის იმედიც ყველას გვაქვს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ.

„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ყველას მშვიდობა გვსურს, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია იმ ქვეყნისთვის დახმარების გარეშე, რომელიც ცალმხრივი აგრესიის წინაშე დგას“, - აღნიშნა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner