იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ იტალიიდან უკრაინაში იარაღის მიწოდება მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება.
„მე ვიცი, რომ სამხედრო დახმარება ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს და ის დასრულდება, როდესაც ჩვენ გვექნება სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლის იმედიც ყველას გვაქვს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ.
„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ყველას მშვიდობა გვსურს, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია იმ ქვეყნისთვის დახმარების გარეშე, რომელიც ცალმხრივი აგრესიის წინაშე დგას“, - აღნიშნა მან.