logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ჩვენ ვიმყოფებით ევროინტეგრაციის პროცესში და ყველა უნდა ცდილობდეს, რომ ქვეყანა წარმოაჩინოს საუკეთესო კუთხით, ამ დროს ჩვენ ვხედავთ სურათის ისე წარმოჩენას, თითქოს საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები
- +

13 დეკემბერი. 2022. 22:11

"ჩვენ ვიმყოფებით ევროინტეგრაციის პროცესში, მაშინ როდესაც მთელი საზოგადოება ერთად უნდა ცდილობდეს რომ ქვეყანა წარმოაჩინოს საუკეთესო კუთხით, ამ დროს კი ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულად ოპონენტების და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, სურათის ისე წარმოჩენას, თითქოს საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები და თითქოსდა ვინმეს აწამებენ, რაც არის ყოვლად დაუშვებელი," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-თან განაცხადა.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ნათელი იყო თვითდაზიანების რეჟიმი სააკაშვილის მხრიდან და ამის ყველაზე მარტივი დასტური არის ის, რომ თავდაპირველად გამოაცხადა შიმშილობა, შემდგომში გადავიყვანეთ საავადმყოფოში, როცა დაბრუნდა, შემდეგ კიდევ იყო შიმშილობის ხანმოკლე ეპიზოდი და გაზაფხულზე, 12-ე დაწესებულებაში, როდესაც მას ჰქონდა დანიშნული შესაბამისი მკურნალობა ის იკვებებოდა შერჩევით და ასევე იღებდა მედიკამენტებსაც შერჩევით. რა არის ეს ყველაფერი, თუ არა თვითდაზიანების მცდელობა? ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას, იმისთვის, რომ გართულდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტად, რის სანაცვლოდაც უნდა იყოს მოპოვებული თავისუფლება“, - განაცხადა ბრეგაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner