logo_geo
eng_logo
პრეზიდენტმა სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ მუსხელიშვილი, სიკვდილის შემდეგ, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
- +

13 დეკემბერი. 2022. 23:22

განათლების ერთიანი ევროპული სისტემის ერთ-ერთი ავტორი და ფუძემდებელი, აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის დამაარსებელი, მიხეილ მუსხელიშვილი ევროგაერთიანების იდეის შექმნისა და განხორციელების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, პირველი ,,ქართულ-ევროპული მოძრაობის” დაარსებისა და ევროპულ უნივერსიტეტებში საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კვლევების განხორციელებისათვის დაჯილდოვდა.

პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენი მისი ძმის შვილიშვილს, ვახტანგ მუსხელიშვილს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე მოწვეულ მეცნიერებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა და მიხეილ მუსხელიშვილის ღვაწლზე ისაუბრა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner