logo_geo
eng_logo
CNN: აშშ უკრაინაში Patriot-ის სისტემის გაგზავნისთვის ემზადება
- +

14 დეკემბერი. 2022. 00:24

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გაგზავნის გეგმებს ასრულებს, რაც მიმდინარე კვირაში შეიძლება გამოცხადდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გეგმა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შეიმუშავა, პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც იგი ხელმოწერისთვის აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.

წყაროები აღნიშნავენ, რომ როგორც კი გეგმა შეთანხმდება, Patriot-ის სისტემა დაუყოვნებლივ გაიგზავნება უკრაინაში, ხოლო უკრაინული ძალები სისტემის გამოყენებას გერმანიაში, აშშ-ის არმიის ბაზაზე შეისწავლიან.

3 დეკემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისათვის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner