logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ელექტროსიგარეტი გარკვეულწილად შეიზღუდა იმიტომ, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი მას ძალიან დიდი ოდენობით მოიხმარდა
- +

14 დეკემბერი. 2022. 00:27

 

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის ადვოკატის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ ავადმყოფი ადამიანისთვის სიგარეტის შეზღუდვა წამებას არ წარმოადგენს.

დააკვირდით, ადვოკატი ამბობს, რომ თურმე სიგარეტის შეზღუდვა საავადმყოფოში მყოფი, მათივე თქმით, საკმაოდ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანისთვის ყოფილა წამება. როგორი სიმართლეც შეიძლება იყოს განცხადებები, თითქოს სიგარეტის შეზღუდვა ავადმყოფი ადამიანისთვის წამებაა, ისეთივე სიმართლეა მთლიანად ის სურათი, რომლის წარმოდგენასაც ისინი დღეს ცდილობენ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი ექიმების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ: მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და იღებს დროულ და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner