ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ჰესების მშენებლობას.
„ეს როგორც სამუშაო ადგილებს მოგვცემს, ასევე გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს, არ მოგვიწევს იმპორტის შეძენა და არ ვიქნებით ვინმეზე პოლიტიკურად დამოკიდებულები. მაქსიმალურად უნდა გამოჩნდებს როლი, საჭიროება და კომპეტენცია მსგავსი პროექტების განვითარებაში, მართვასა და მფლობელობაში“, - აცხადებს ეკონომისტი.