logo_geo
eng_logo
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მეთხილე ფერმერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

14 დეკემბერი. 2022. 11:12

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა თხილის სექტორში არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თხილის სექტორის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია და ამ პროცესში სამინისტრო დარგობრივ ასოციაციებთან და მეთხილე ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციაშია.

 

მეთხილე ფერმერთა კავშირი 15 ჰა-ზე მეტი ფართობის მქონე თხილის პლანტაციათა მფლობელებს აერთიანებს. ამჟამად, ორგანიზაციაში 27 სუბიექტია გაერთიანებული, რაც მსხვილი მეთხილე ფერმერების 80%-ია.

 

საუბარი შეეხო ქვეყანაში მაღალი ხარისხის თხილის წარმოების მნიშვნელობას საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებულად პოზიციონირებისათვის.

 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და  სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner