logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი ერთაწმინდისა და გარიყულას მოსახლეობას შეხვდა
- +

27 აგვისტო. 2016. 16:03



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების - ერთაწმინდისა და გარიყულას მოსახლეობას შეხვდა.



 კანდიდატმა სოფლებში არსებული პრობლემები, მათ შორის ინფრასტრუქტურის, გაზიფიკაციის საკითხები განიხილა და მათი მოგვარების კონკრეტულ გზებზე ისაუბრა.



მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა სწორედ სოფლის მოსახლეობას სჭირდება.მე ვიცი, თუ რა პრობლემები გაწუხებთ თქვენ. მე დღეს აქ ვიხილე თქვენი ერთსულოვნება და მჯერა,რომ ამ ერთსულოვნებით მივაღწევთ დიდ გამარჯვებას",-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner