logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე სააკაშვილზე: კამერაში შესვლისთანავე მისწერა გორდონს, ჩემს ჯანმრთელობაზე დაიწყეთ საუბარი და როგორმე გადაგიხდით მადლობასო
- +

14 დეკემბერი. 2022. 14:22

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

ეს ვიდეო რომ დადო გლავკანალმა, ჰგონიათ, ვინმეს ავნეს, საკუთარი თავის გარდა?

 

რასაც გელაპარაკებათ, არ გინდათ, გაიგონოთ, რადგან თქვენ არ ხართ ჟურნალისტები, თქვენ ხართ დაწერილი კითხვის დამსმელები.

 

დაიხვიეს ერთი კითხვა, გაგიხარდებათ სააკაშვილის სიკვდილიო? უთხრა, ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს სიკვდილი გამიხარდესო, მაგრამ არ უნდათ გაგება. დავალება აქვთ, ერთი და იგივე ატრიალონ.

 

ვერ გაურკვევიათ სხვაობა სურვილს და შეცოდებას შორის. გეუბნებათ არ ვუსურვებ სიკვდილს", არ მეცოდება". რთული გასაგებია? გინდა თუ არა, ძაღლი მიაკვდა სულში" გაიმეორეო.

 

ნანუკა ჟორჟოლიანმა რომ თქვა, მიშას რომ რაიმე მოუვიდეს, რაში მაინტერესებს, ქვეყანას რა დაემართებაო, ამაზე არავის გაქვთ რეაქცია. ესაა მორალი.

 

თავზე ევლებიან სააკაშვილს. კამერაში შესვლისთანავე მისწერა გარდონს, ჩემს ჯანმრთელობაზე დაიწყეთ საუბარი და როგორმე გადაგიხდით მადლობასო. რა ჰქონდა 2021 წლის 5 ოაქტომბერს სამაგისო, ჯანმრთელობაზე ელაპარაკა? ამიტომ არ სჯერა არავის“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner