logo_geo
eng_logo
ლაშა ბასლანძე: აბა, თუ გამოიცნობთ, ვინ არის?
- +

14 დეკემბერი. 2022. 15:17

 

 

პროდიუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„აბა, თუ გამოიცნობთ, ვინ არის?

 

2005-ში ჰუჯაბის კომპლექსი გადასცა სომხეთს.

2006-ში -  წითელი ხიდი აზერბაიჯანს.

2008-ში - კოდორი და ახალგორი რუსებს.

2009 - გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანს.

 

რუსულ კომპანიებს მიჰყიდა საქართველოს უმნიშვნელოვანესი სიმდიდრეები და უწყვეტი ფულის ბიუჯეტისთვის შემომტანი შემდეგი სტრატეგიული ობიექტები:

 

  1. ენგურჰესი-რუსული კომპანია „რაოესი“;
  2. ჟინვალჰესი - რუსული კომპანია „რაოესი“;
  3. რიონჰესი - რუსული კომპანია „ენერჯი ინვესტი“;
  4. გუმათი 1- რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
  5. გუმათი 2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
  6. ლაჯანურჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
  7. შაორჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
  8. ვარციხე1 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
  9. ვარციხე 2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
  10. ვარციხე 3 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

11.ვარციხე 4 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

  1. ხრამი 1 - რუსული კომპანია „რაოესი“;
  2. ხრამი 2 - რუსული კომპანია „რაოესი“;
  3. ხრამი 3 - რუსული კომპანია „რაოესი“;
  4. ხრამი 4 - რუსული კომპანია „რაოესი“;
  5. ხრამი 5 - რუსული კომპანია „რაოესი“;
  6. „ყაზტრანსგაზ თბილისი“ - რუსული კომპანია „გაზპრომი“;
  7. გაზ.კომპანია „იტერა“ - რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია;
  8. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“ - რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია;
  9. გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;
  10. გარდაბნის მე-10 ენერგობლოკი - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;
  11. მაღალი ძაბვის გადამცემი 500-კილოვატიანი ხაზები - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;
  12. „მადნეული“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
  13. „კვარციტი“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
  14. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან „რუსეთის რკინიგზა“.
  15. კომპანია „ბილაინი“ - რუსული კომპანია;
  16. „აზოტი“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
  17. „გაერთიანებული ქართული ბანკი“ - რუსული კომპანია „ვითიბი“;
  18. „ლუკოილ ჯორჯია“ - რუსული კომპანია „ლუკოილი“;
  19. ზესტაფონის ფერო - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
  20. ელმავალმშენებელი ქარხანა - რუსული კომპანია „დემა კომპიუტერი“;
  21. „არამიანცის საავადმყოფო“ - რუსული კომპანია „ბატუსი“;
  22. „თბილისის წყალი“ - რუსული კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“.

 

ებრძოდა ეკლესიას, პატრიარქს, დასცინოდნენ წმინდანებს, სინოდის სხდომას ასწრებდა უშიშროებას. არის ამის ვიდეო.

 

ჯავახიშვილის უნივერსტიტეტიდან გაყარა პროფესიონალი პროფესორები, უწოდა ჩარეცხილები და გააუქმა კვლევითი ინსტიტუტები, აკადემიას შეუწყვიტა დაფინანსება.

 

დააწესა ადამიანების ასაკობრივი დისკრიმინაცია.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროდან პოლიტიკური წმენდით დაითხოვა 20 ქართველი დიპლომატი ცენტრალური აპარატიდან და უცხოეთში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიებიდან.

 

7 ნოემბერს და 26 მაისს სასტიკად დაარბია და გაუსწორდა საკუთარი მოსახლეობა, ეს იყო უმძიმესი სანახავი, ქართველი კაცები დაბორკილები მიწაზე ეყარნენ და ხელკეტებს ურტყამდნენ.

 

სტრასბურგში 118 საჩივრიდან, 98 წააგეს და სტრასბურგმა დამნაშავე რეჟიმად ცნო.

 

32 000 პატიმარი და 300 000 პრობაციონერი ჰყავდათ. პატიმრებს წამებით კლავდნენ. მოკლული ჰყავთ 745 პატიმარი. ქუჩაში დახვრეტილი 151 ახალგაზრდა. მის დროს სასამარლოს გამამართლებელი განაჩენი 1% კი არ გამოჰქონდათ.

 

მოკლეს გურამ შარაძე, ადმირალი ირემაძე, გენერალი კეკუა,  თეთრაძე, შავაძე, კრიალაშვილი, დუმბაძე, თელია, ცინდელიანი და სხვ. დააინვალიდეს ასეულობით პატიმარი, კობა დავითაშვილი, რეზინის ტყვია თავში მოახვედრეს, სულხან მოლაშვილი ციხეში დააავადეს, გია მაისაშვილს, ის დაავადდა სიმსივნით და გარდაიცვალა.

 

20 000 წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაილი ნახეს სამეგრელოს ე.წ.  კასრებში. ქუთაისში ააფეთქა საუკეთესო ძეგლი, დიდების მემორიალი, რასაც დედა და 9 წლის გოგონა შეეწირა.

 

ამოწყვიტა აფრასიძეების ოჯახი.

 

დააწესა სასჯელის შეკრებითობა, ადამიანებს უსჯიდნენ 20-25, 30-35 წელს, ფაქტიურად სიკვდილს.

 

წაართვეს ბიზნესი და ქონება ასეულობით ადამიანს. საზღვარი გაუხსნეს აფრო-აზიას და ცვლიდნენ დემოგრაფიას, გაანადგურეს განათლების და კულტურის სისტემები.

 

ამოიღეს სამშობლოს ღალატზე და ცილისწამებაზე მუხლი.

 

მაშინდელი ოპოზიცია ისე ჰყავს დაშანტაჟებული, დღეს მონასავით თავის მწამებელს უდგას გვერდში.

 

დღენახევარში წააგო ომი, გორში ისე გარბოდა სამარცხვინოდ, დაცვა ვერ ეწეოდა.

 

ომის დროს მისი ჩინოვნიკები წითელ ხიდზე ასწრებდნენ ერთმანეთს.

 

მსოფლიოს არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, ორჯერ პრეზიდენტად არჩეულმა უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე.

 

რუსი ოკუპანტის ძახილით, მთელი ეკონომიკა და ქვეყნის ძირითად სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსებს. გრიგოლ ვაშაძე, ნაყოფია, ხოშტარია, ბენდუქიძე, რუსეთის მოქალაქეები ჰყავდა მინისტრებად.

 

გაეროში 1633 პუნქტზე ხელი მოაწერა, ომი ჩვენ დავიწყეთო, კასეტური ბომბები ვისროლეთო. უარი თქვა, ოკუპირებული რეგიონების საკითხი ეუთოს და გაეროს გადაეწყვიტა (ამას სარკოზი წერს). ამით რუსებს პირდაპირ აღიარებისკენ უბიძგა.

 

ქვეყანას დაუმალა, კაპიტულაციის აქტზე, რას მოაწერა ხელი.

 

- სოხუმი არასოდეს იყო ჩვენიო, მოიტყუა ერთ-ერთ გამოსვლაში.

- ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეშიო.

 

150 მის მიერ დაკარგულ სოფელზე, რაღაც ქვა-ღორღი იყოო.

 

თუ ეს ყველაფერი ზღაპარია, მაშინ გამოვუშვათ“, - წერს ლაშა ბასლანძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner