პროდიუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„აბა, თუ გამოიცნობთ, ვინ არის?
2005-ში ჰუჯაბის კომპლექსი გადასცა სომხეთს.
2006-ში - წითელი ხიდი აზერბაიჯანს.
2008-ში - კოდორი და ახალგორი რუსებს.
2009 - გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანს.
რუსულ კომპანიებს მიჰყიდა საქართველოს უმნიშვნელოვანესი სიმდიდრეები და უწყვეტი ფულის ბიუჯეტისთვის შემომტანი შემდეგი სტრატეგიული ობიექტები:
11.ვარციხე 4 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
ებრძოდა ეკლესიას, პატრიარქს, დასცინოდნენ წმინდანებს, სინოდის სხდომას ასწრებდა უშიშროებას. არის ამის ვიდეო.
ჯავახიშვილის უნივერსტიტეტიდან გაყარა პროფესიონალი პროფესორები, უწოდა ჩარეცხილები და გააუქმა კვლევითი ინსტიტუტები, აკადემიას შეუწყვიტა დაფინანსება.
დააწესა ადამიანების ასაკობრივი დისკრიმინაცია.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან პოლიტიკური წმენდით დაითხოვა 20 ქართველი დიპლომატი ცენტრალური აპარატიდან და უცხოეთში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიებიდან.
7 ნოემბერს და 26 მაისს სასტიკად დაარბია და გაუსწორდა საკუთარი მოსახლეობა, ეს იყო უმძიმესი სანახავი, ქართველი კაცები დაბორკილები მიწაზე ეყარნენ და ხელკეტებს ურტყამდნენ.
სტრასბურგში 118 საჩივრიდან, 98 წააგეს და სტრასბურგმა დამნაშავე რეჟიმად ცნო.
32 000 პატიმარი და 300 000 პრობაციონერი ჰყავდათ. პატიმრებს წამებით კლავდნენ. მოკლული ჰყავთ 745 პატიმარი. ქუჩაში დახვრეტილი 151 ახალგაზრდა. მის დროს სასამარლოს გამამართლებელი განაჩენი 1% კი არ გამოჰქონდათ.
მოკლეს გურამ შარაძე, ადმირალი ირემაძე, გენერალი კეკუა, თეთრაძე, შავაძე, კრიალაშვილი, დუმბაძე, თელია, ცინდელიანი და სხვ. დააინვალიდეს ასეულობით პატიმარი, კობა დავითაშვილი, რეზინის ტყვია თავში მოახვედრეს, სულხან მოლაშვილი ციხეში დააავადეს, გია მაისაშვილს, ის დაავადდა სიმსივნით და გარდაიცვალა.
20 000 წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაილი ნახეს სამეგრელოს ე.წ. კასრებში. ქუთაისში ააფეთქა საუკეთესო ძეგლი, დიდების მემორიალი, რასაც დედა და 9 წლის გოგონა შეეწირა.
ამოწყვიტა აფრასიძეების ოჯახი.
დააწესა სასჯელის შეკრებითობა, ადამიანებს უსჯიდნენ 20-25, 30-35 წელს, ფაქტიურად სიკვდილს.
წაართვეს ბიზნესი და ქონება ასეულობით ადამიანს. საზღვარი გაუხსნეს აფრო-აზიას და ცვლიდნენ დემოგრაფიას, გაანადგურეს განათლების და კულტურის სისტემები.
ამოიღეს სამშობლოს ღალატზე და ცილისწამებაზე მუხლი.
მაშინდელი ოპოზიცია ისე ჰყავს დაშანტაჟებული, დღეს მონასავით თავის მწამებელს უდგას გვერდში.
დღენახევარში წააგო ომი, გორში ისე გარბოდა სამარცხვინოდ, დაცვა ვერ ეწეოდა.
ომის დროს მისი ჩინოვნიკები წითელ ხიდზე ასწრებდნენ ერთმანეთს.
მსოფლიოს არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, ორჯერ პრეზიდენტად არჩეულმა უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე.
რუსი ოკუპანტის ძახილით, მთელი ეკონომიკა და ქვეყნის ძირითად სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსებს. გრიგოლ ვაშაძე, ნაყოფია, ხოშტარია, ბენდუქიძე, რუსეთის მოქალაქეები ჰყავდა მინისტრებად.
გაეროში 1633 პუნქტზე ხელი მოაწერა, ომი ჩვენ დავიწყეთო, კასეტური ბომბები ვისროლეთო. უარი თქვა, ოკუპირებული რეგიონების საკითხი ეუთოს და გაეროს გადაეწყვიტა (ამას სარკოზი წერს). ამით რუსებს პირდაპირ აღიარებისკენ უბიძგა.
ქვეყანას დაუმალა, კაპიტულაციის აქტზე, რას მოაწერა ხელი.
- სოხუმი არასოდეს იყო ჩვენიო, მოიტყუა ერთ-ერთ გამოსვლაში.
- ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეშიო.
150 მის მიერ დაკარგულ სოფელზე, რაღაც ქვა-ღორღი იყოო.
თუ ეს ყველაფერი ზღაპარია, მაშინ გამოვუშვათ“, - წერს ლაშა ბასლანძე.