logo_geo
eng_logo
ტალინის აეროპორტში 200 ადამიანის ევაკუაცია მოხდა
- +

27 აგვისტო. 2016. 16:09



ესტონეთის დედაქალაქ ტალინის აეროპორტში პოლიციამ მგზავრების ევაკუაცია მოახდინა. პოლიციამ ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციის გამო მიიღო, რომელმაც განაცხადა, რომ ბარგში ბომბი იყო.


ამის შემდეგ აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა და 200 მგზავრმა აეროპორტი დატოვა.  შემოწმების შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ბარგში არ აღმოჩნდა.


ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მგზავრი დაკავებულია.


პოლიციამ „ხუმრობის" ავტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელსაც 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner