„სხვისი არ ვიცი და მე ასეთი მომენტები მაბედნიერებს", - წერს ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში.
„მოდი, მაინც დავწერ: გუშინ სახლიდან სამსახურში რომ მოვდიოდი, ერთ-ერთ მაღაზიასთან ასე 55-60 წლის მათხოვარი ლოთი კაცი იჯდა, წინ ერთი ცელოფანი ედო, ძალიან ჭუჭყიანი იყო. ლუდს სვამდა.
ახლოს რომ ჩავუარე, დამიძახა, თუ შეიძლება ერთი წუთითო. ეგრევე მივხვდი, რომ ხურდა უნდოდა. დამიწყო ძალიან ზრდილობიანად საუბარი და თხოვნა. მოვიქექე ჯიბეები და რა ხურდაც მეყარა, ყველა მივეცი, იმდენად რაღაცნაირად გამორჩეულად თბილი და საყვარელი კაცი იყო.
არ ელოდა ამდენ ხურდას და გულაჩუყებული მეუბნება - ყველაზე ბევრი 20 თეთრი მომცენ ხოლმე, ისიც ზიზღითო და გაჩუმდა.
გავუღიმე, სახეზე მოვეფერე და მოშორებით გაჩერებასთან დავდექი.
გადის ორიოდე წუთი. „ნაუშნიკებში" მუსიკას ვუსმენ. ვიღაცა მხარზე ხელს მადებს. მივტრიალდი და ეს კაცია, ხელში „არსი-კოლას" გაუხსნელი ბოთლი უჭირავს და მეუბნება - გამომართვიო...
გადავირიე მოულოდნელობისგან და მისი საქციელისგან, ცოცხალი თავით არ ვართმევდი, მაგრამ დაიჟინა და ბოლო-ბოლო, გამოვართვი.
ადგა და წავიდა, ღიმილით.
ვერ მოვითმინე, გავეკიდე და ჩავეხუტე...
სანამ რამის თქმას მოასწრებდა, უკან გამოვიქეცი და ჩემს „მარშრუტკაში" შევხტი ბედნიერი.
სხვისი არ ვიცი და მე ასეთი მომენტები მაბედნიერებს", - წერს ლაბარტყავა.