არაღიარებულმა კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანმა, პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ და პარლამენტის თავმჯდომარემ გლაუკ კონიუფკამ.
ფორმალურად, კოსოვოს მხოლოდ „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს“. ამჟამად კოსოვოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა არც კი განიხილება.
კოსოვოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ მისი დამოუკიდებლობა არ აღიარა ევროკავშირის ხუთმა წევრმა - ესპანეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, საბერძნეთმა და კვიპროსმა.