logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი სააკაშვილის კადრებზე: ამას ხომ ხედავს „ემპათია“? ამას ხომ ხედავენ ამერიკელი ექსპერტები? ნუთუ ეს ყველაფერი ყველას გაეპარა? თუ არაკეთილსინდისიერია ეს ხალხი და შეგნებულად დამალეს ის, რაც უნდა სცოდნოდათ?
- +

14 დეკემბერი. 2022. 22:00

 

 

მაია ნიკოლეიშვილმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები შეაფასა. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ამ თემაზე „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მას კითხვები იმ ექსპერტებთან აქვს, ვინც ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შედგენაში მონაწილეობდნენ.

 

„ამას ხომ ხედავს „ემპათია“? ამას ხომ ხედავენ ამერიკელი ექსპერტები და, როგორც ვიცი, ფსიქიატრები. ჩვენ, ექსპერტები ხელს ვაწერთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე ყველა დასკვნის წინ. აი ამის დამნახავი, ნუთუ ეს ყველაფერი ყველას გაეპარა? თუ არაკეთილსინდისიერია ეს ხალხი და შეგნებულად დამალეს ის, რაც უნდა სცოდნოდათ? თუ არ იცოდნენ, არაპროფესიონალები არიან, თუ იცოდნენ, მაშინ შეგნებულად დამალეს. მე ამას კითხვის ნიშნით ვამბობ, თორემ ვერ შევაფასებ იმ დასკვნას, გარდა იმისა, რომ ეს არის ბოლი და უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრა. ვისთვის, ესეც ვერ გავიგე“, - განმარტავს ნიკოლეიშვილი.

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner