ყოფილი პირველი ლედის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
Facebook-მომხმარებელი ირმა ვიბლიანი რულოვსის გამოსვლას ასე ეხმაურება:
ერო!!!
„დანაშაული და შეცდომა"!
იქნებ 25 წლის მერე მაინც მოახდინო დეფინიცია, რა არის დანაშაული და რა შეცდომა?
შეცდომა, რომელიც სისტემურია, რომელმაც უამრავი ადამიანი და ოჯახი გააცამტვერა, დახოცა, გააღატაკა, არ არის შეცდომა!
ეს დანაშაულია და ითვალისწინებს სასჯელს! (ნორმალურ საზოგადოებებში)
ის, ვინც სისტემის ნაწილი იყო(მარტო ნაცებს არ ეხება), მაგრამ არაფერი დაუშავებია პირადად, უნდა მოინანიოს, აღიაროს საკუთარ თავთან მაინც, რომ დამნაშავეების გვერდით იდგა და გადადგეს გვერდზე და ნუ გვმოძღვრავს!!!
„აღარ გავიმეორებთ" - ეს ლირიკა, სირცხვილი და უტიფრობაა!
არ გაქვთ გარანტია, რომ აღარ გაიმეორებენ! არანაირი!
მის სამშობლოში დააშავოს ამდენი და იქ თქვას, აღარ გავიმეორებო, და რეაქციას დაელოდოს!
ძალიან ბევრი დანაშაული გავატარეთ შეცდომაში და ამის შედეგად ჭაობში ვიძირებით ! არაა გამოფხიზლების დრო?
ელემენტარული რამაა, მაგრამ ეს ელემენტარულიც რომ არაა გაცნობიერებული? რა წყევლა გვაქვს ასეთი, გამაგებინა", - წერს ირმა ვიბლიანი.