logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ე.წ. მეგობრები სინამდვილეში არიან მისი მთავარი მტრები - ამ კადრების ყურების შემდეგაც ისინი აგრძელებენ მის წაქეზებას
- +

14 დეკემბერი. 2022. 23:25

"მიხეილ სააკაშვილი მთავარი მეგობრები, რომლებიც თავს ეძახიან მეგობრებს, არიან მიხეილ სააკაშვილის მთავარი მტრები," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამ ადამიანების წაქეზებამ მიიყვანა სააკაშვილი იმ მდგომარეობამდე, რომელშიც დღეს ის იმყოფება.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის რეაქციები რაც ვნახე, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. მეგობრების და გულშემატკივრების მხრიდან. თქვენ თუ ნახავთ მათ რეაქციებს სოცქსელში და ა.შ., დარწმუნდებით რასთან გვაქვს საქმე - მისი მთავარი მეგობრები, რომლებიც თავს ეძახიან მეგობრებს, არიან მიხეილ სააკაშვილის მთავარი მტრები. ჩვენ ვხედავდით, რომ სააკაშვილი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როგორ ხდებოდა მისი წაქეზება, რომ ცოტაც, 1 კვირაც, თვეც და მოხდებოდა მისი დახსნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და პირდაპირ წაქეზება, როგორ მოუწოდებდნენ, რომ არ შეეწყვიტა შიმშილობა და ა.შ. ასეთი ტიპის განცხადებები არის მისი შეგულიანება, რომ არის გზა ციხიდან გამოსასვლელი გზა, რომელიც არ გადის სამართალზე, არამედ ზეწოლაზე და რომ ცოტაც და დადგება ის მომენტი, როცა ის თავს დაიხსნის სასჯელისგან, რომელიც მას სასამართლომ კანონიერად მიუსაჯა. მთავარი პრობლემა საზოგადოების ამ ნაწილში სწორედ ეს არის - ამ კადრების ყურების შემდეგაც ისინი აგრძელებენ იმავეს, აქეზებენ მას. იგივე სახეები, იგივე ხალხი, იგივე მოწოდებები, მიზეზებს სხვადასხვას იგონებენ, საბოლოო ჯამში მიზანი ერთია, რომ ააცილონ მას ის სასჯელი რაც ეკუთვნის.

რაც შეეხება კადრებს და მის ქცევას, ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ მათ შორის იუსტიციის სამინისტროსგან, რომ ის არ თანამშრომლობს ექიმებთან, ციხის ადმინისტრაციასთან, რისი დამადასტურებელიც იყო ეს კადრები. მთავარი ამ ისტორიაშია არიან ის ე.წ. გულშემატკივრები, რომლებსაც მიჰყავთ სააკაშვილი ამ მდგომარეობამდე. ეს ხალხი პირად საუბრებში ძალიან კარგად ხვდება რა გამოწვევებია სააკაშვილთან, რა ტიპის დახმარება სჭირდება მას, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ არიან საერთო კონტექსტში მოქცეულები „free მიშა“ სლოგანის ქვეშ, ადამიანს აქეზებენ ასეთი ქცევისკენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner