logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის ერთადერთ ნამდვილი გულშემატკივარი მისი ოჯახია, მაგრამ დანარჩენი გუნდი იყენებს მას როგორც ობიექტს, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნები განახორციელონ
- +

14 დეკემბერი. 2022. 23:46

"სააკაშვილის ერთადერთ ნამდვილი გულშემატკივარი მისი ოჯახია, მაგრამ დანარჩენი გუნდი - მისი მეგობრები შიგნით თუ გარეთ, სწორედ ის ხალხია, ვინც მიიყვანა სააკაშვილი იმ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში კონტეინერით შემოპარულიყო, ჩააყენა ამ მდგომარეობაში და შემდეგ იყენებენ მას როგორც ობიექტს, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნები განახორციელონ და აქეზებენ იმისკენ, რომ რაც შეიძლება დამძიმდეს მისი მდგომარეობა", - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი კადრების გავრცელება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უკავშირდება.

ერთ წელზე მეტია (და ბოლოს ეს განსაკუთრებით გახშირდა) ვნახეთ პირდაპირი ბრალდებები საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების, იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ. ამის შედეგი ვნახეთ რეზოლუციაში, რომელიც დღეს მიიღეს და იმ დებატებში, რომელიც გუშინ იყო. იყო პირდაპირი თავდასხმა სახელმწიფოზე, მისი რეპუტაციის შელახვა იმ ბრალდებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო წამების ქვეშ. თითქოს მართლა აბსურდის თეატრია, რასაც ვაკვირდებით ერთი წელია. ყოველ ჯერზე ტყუილი, სიყალბე, რომელიც მტკიცდება, რომ ტყუილი და სიყალბეა, მაგრამ მიდიან იგივე წრეზე. არის რაღაც შეკრული ჯგუფი, რომელსაც აქვს თავისი ინსტრუმენტები, პოლიტიკური და მედიაგავლენები, გავლენები არასამთავრობო სექტორში, რომელიც უტიფრად ხელახლა იგივე სიყალბეს აჩეჩებს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner