logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ყალბ პრინციპებზეა დაფუძნებული, რომ საერთო ჯამში მიუღებელია საზოგადოებისთვის
- +

14 დეკემბერი. 2022. 23:47

"რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ ოფისის წინ ჰქონდათ აქცია დაანონსებული, ვნახეთ, როგორი რიხით იყო ეს აქცია დაანონსებული და რა იყო ამის შედეგი. ეს იყო პირდაპირი პასუხი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების, რომ ისინი დაიღალნენ," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ყალბ პრინციპებზე დაფუძნებული, რომ საერთო ჯამში მიუღებელია საზოგადოებისთვის.

2012 წლამდე დეზინფორმაციული ინსტრუმენტი გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ინფორმაცია დაემალათ და საზოგადოებისთვის ისე მიწოდებინათ, როგორც მათ სურდათ. რა თქმა უნდა, ამან დაღი დაასვა საზოგადოების აღქმებს მაშინდელ მდგომარეობაზე ქვეყნის. 2012 წლიდან მთელი დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ინსტრუმენტი მიმართულია ისე, რომ რაც შეიძლება მეტი სიყალბე გაავრცელონ საქართველოზე, ქვეყანაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე. დროდადრო საზოგადოებას ეს აბნევდა და პროპაგანდის მიზანია საზოგადოების დაბნევა და ამ მდგომარეობაში შემდეგ ემოციების გამოიყენება, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის საკმაოდ კარგად ერკვევა, რა არის თეთრი, რა - შავი, რა არის სიმართლე და რა არის სიყალბე. რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ ოფისის წინ ჰქონდათ აქცია დაანონსებული, როგორი რიხით იყო ეს აქცია დაანონსებული და ვნახეთ, რა იყო ამის შედეგი. ეს იყო პირდაპირი პასუხი, მათ შორის თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების პასუხი „ნაცმოძრაობის“ მიმართ, რომ ისინი დაიღალნენ. ეს უკვე სიცრუე, ტყუილი, სიყალბეც აღარ არის, ეს არის რაღაცნაირი პოლიფონია, ან გარკვეული სიმბიოზი ყველაფრის ერთად, რაც კი შეიძლება იყოს დაკავშირებული სიყალბესთან, სიცრუესთან, უტიფრობასთან, ეს ყველაფერი ჯამში აღებული არის ის, რასაც წარმოადგენს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამას ყველამ უთხრა უარი, მათ შორის საკუთარმა ამომრჩევლებმა და ამიტომაც არის, რომ საერთო ჯამში, პროცესი რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის ხელმძღვანელის არჩევასთან დაკავშირებით, მნიშვნელობა არ აქვს, თავად ეს ორგანიზაცია იმდენად ყალბ პრინციპებზეა დაფუძნებული, რომ საერთო ჯამში მიუღებელია საზოგადოებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner