კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს:
„უკუღმა მედასავლეთეებო,
კორუფციაში ჩაფლულ ევროპარლამენტში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივის მინიჭების შესახებ იმედისმომცემ რეზოლუციას სვენ მიქსერი ხმას როდის მისცემს, იცით?
რაო, ფოტიგამ და კუბილიუსმა?
თუ CNN-ის ცნობას დაველოდოთ?“
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „სიენენის“ ცნობით, „გასაკვირი არ არის, რომ ევროპარლამენტი კორუფციულ სკანდალშია ჩაფლული“.