თბილისი მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქს მეტი საჯარო სივრცე ჰქონდეს.
„მათ შორის არის დიღომში, ასევე ავჭალაში, ასეთი მოქმედებები გაგრძელდება ქალაქში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მაღალი იყო საზოგადოებრივი ინტერესი ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქში ცოტაა გამწვანებული სივრცეები და სკვერები, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი, ჩვენ ხელისუფლებაში რომ მოვედით, ბევრი სკვერი გაჩეხილი და გაყიდული დაგვხვდა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.