კასპის მუნიციპალიტეტში, თელიანის დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო სივრცის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს.
აღნიშნულ დასახლებაში სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული 54 ოჯახი ცხოვრობს.
საბავშვო ატრაქციონების მოწყობა/მონტაჟს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯთ დიზაინ მეტალი“ ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 14 350 ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, საბავშვო სივრცეების მოწყობა მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს. თელიანის პარალელურად სამუშაოები, სოფელ აღაიანის სვანების დასახლებასა და მეტეხის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაშიც ხორციელდება.
„მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლება მეტი საბავშვო სივრცე შექმნას და ბავშვებს გართობისა და დასვენების პირობები შეუქმნას“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.