logo_geo
eng_logo
ჯაბა სამუშია: ირაკლი აბესაძეს შევახსენებ, რომ მათი მმართველობის პერიოდში 29 ათასი ხე არის მოჭრილი
- +

27 აგვისტო. 2016. 16:47



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი ტერიტორია გასხვისდა და არც ნარგავების დაცულობაზე  ზრუნავდნენ.


„დეპუტატების ნაწილის მოთხოვნით ქალაქის მერი დღეს საკრებულოში მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითმმართველობის დონეზე დემოკრატიული პროცესები ნორმალური მიმართულებით მიდის.

 

წინა მოწვევის საკრებულოს წევრი გახლავართ და მინდა გითხრათ, 2013 წელს 24 დეპუტატის ხელმოწერით გავაგზავნეთ მაშინ ქალაქის მერთან მსგავსი მოთხოვნა, მაგრამ მაშინ მერმა არ დაგვდო პატივი და არ მოვიდა საკრებულოში.

 

ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა რეალობა პოლიტიკურ ჭრილში, მე არ ვსაუბრობ საკითხის სიმწვავეზე, ეს არის ნორმალური და ეს არის ის, რაც უნდა იყოს თვითმმართველობაში - ქალაქის მერი უნდა გრძნობდეს, რომ საკრებულოს წინაშე არის პასუხისმგებელი და ბუნებრივია, საკრებულოც, მისი თითოეული წევრიც ქალაქის პრობლემებზე უნდა საუბრობდეს.

 

მეორე მხარე არის თვითონ ეს საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. კოლეგებს მინდა მივმართო, ყველა ამ საკითხს აქვს საფუძველი, მინდა ვისაუბრო ყაზბეგის 22# -თან დაკავშირებით. 2007 წელს იქნა აღნიშნული ტერიტორია გასხვისებული, არანაკლებ მწვავე პრობლემაა ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა, ყოფილი ფსიქიატრიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე. მათზეც „ნაციონალური მოძრაობის" დროს იქნა ნებართვა გაცემული, როგორც გაყიდულია, ასევე ნებართვებია გაცემული.

 

რაც შეეხება ყაზბეგის ქუჩას, სწორედ 2012 წელს გაიცა მანდ (კოეფიციენტით 8,8 - რაც საკმაოდ მაღალი კოეფიციენტია) შენობის აგების ნებართვა. ეს არის თბილისში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი, როგორ გგონიათ, ეს კოეფიციენტი ისე გაიცემოდა, რომ იქ ნარგავებს არავინ შეეხებოდა? ეს არის ისეთივე ტყუილი, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა" ხშირად ამბობს.

მინდა, ირაკლი აბესაძეს შევახსენო, მათი მმართველობის პერიოდში 2009-2012 წლებში თბილისში 29 ათასი ნარგავია მოჭრილი, 29 ათასი ხე არის მოჭრილი", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner