logo_geo
eng_logo
„სანდრა რულოვსმა იცის, როგორ ენატრება მის ქმარს ძალაუფლება“
- +

27 აგვისტო. 2016. 16:52



„სანდრა რულოვსმა იცის, როგორ ენატრება მის ქმარს ძალაუფლება და იგი ამ ძალაუფლების მოსაპოვებლად ყველაფერს აკეთებს", - წერს „საერთო გაზეთი" . სტატიის ავტორი წერს, რომ „ნაციონალების" სლოგანია - „ჩვენს გაფუჭებულს ჩვენვე გამოვასწორებთ", თუმცა, გაუგებარია, როგორ გამოასწორებენ დაღუპული ადამიანების მდგომარეობას, რა პასუხს გასცემენ ციხეში ნაწამებ ადამიანებს და სხვა დაზარალებულებს.



ჟურნალისტი სანდრა რულოვსის დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ ინტერვიუსაც იხსენებს, სადაც რულოვსი ამბობდა, რომ საქართველოს ძლიერი ხელი სჭირდება და მისი ქმარი სტალინის მსგავსი ლიდერია. სტატიის ავტორისთვის გაუგებარია, თუკი სანდრა რულოვსი ფიქრობდა, რომ ქართველების გამოსასწორებლად ძალადობა იყო საჭირო, ახლა რატომ დაივიწყებს მიხეილ სააკაშვილი ძველ მეთოდებს?



მასალაში ყოფილი პირველი ლედის საქველმოქმედო საქმიანობაცაა განხილული და ნათქვამია, რომ სანდრა რულოვსი ფონდებიდან თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებდა და ტყუილია, თითქოს პირველი ლედი საქართველოს უსასყიდლოდ ემსახურებოდა.



სტატიაში ნათქვამია, რომ ქართველ ხალხს კარგად ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობა და ყოფილ ხელისუფლებას მეგრელები სამეგრელოში ჩადენილ სისასტიკეს რამდენიმე მეგრული სიტყვის სანაცვლოდ არ აპატიებენ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner