logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: იყო გარკვეული ზეწოლა „ნაცმოძრაობის“ კონკრეტულ დეპუტატებზე მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით და იმდენად უნდათ ამ ადამიანებს მანდატების შენარჩუნება, რომ საბაბად ახლა შიმშილობა გამოიყენეს
- +

16 დეკემბერი. 2022. 00:18

 

იმდენად არ უნდათ მანდატების დატოვება, მათ შორის, სურთ ხელფასების შენარჩუნება და ასე შემდეგ, რომ საბაბად შიმშილობას იყენებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძემ ისაუბრა, შესაძლებელია თუ არა, რომ რადიკალური ოპოზიციის წევრების შიმშილობას მოჰყვეს საპროტესტო მუხტის გაღვივება მთელი ქვეყნის მასშტაბით და რა მოლოდინები აქვთ უმრავლესობაში.

სინამდვილეში ეს არის „ნაცმოძრაობაში“ დაგეგმილი რიგგარეშე არჩევნების ერთ-ერთი გამოვლინება. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, იქ იყო გარკვეული ზეწოლა „ნაცმოძრაობის“ კონკრეტულ დეპუტატებზე მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით და იმდენად უნდათ ამ ადამიანებს მანდატების შენარჩუნება, რომ საბაბად გამოიყენეს ახლა შიმშილობა, ოღონდ მანდატები არ დათმონ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით აღნიშნულ დეპუტატებზე არის ზეწოლა თავად „ნაცმოძრაობის“ შიგნით ერთ-ერთი დაჯგუფებისგან, რომელიც „სააკაშვილის ხაზს“ წარმოადგენს. კობახიძემ ასევე ისაუბრა „თემურ ალასანიას არაფორმალურ გავლენებზე „ნაცმოძრაობაში“.

არაფორმალური გავლენები „ნაცმოძრაობაში“ საკმაოდ აქტიურია. ვიცით, რომ იყო აღნიშნული ზეწოლა და იმდენად არ უნდათ მანდატების დატოვება, მათ შორის, სურთ ხელფასების შენარჩუნება და ასე შემდეგ, რომ საბაბად შიმშილობას იყენებენ“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner