logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩალასაც ხომ რაღაც ფასი აქვს და გლუკსმანის განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს, რადგან სააკაშვილის მრჩეველი იყო და მისი კორუფციული სქემის ერთ-ერთი ბენეფიციარი იყო
- +

16 დეკემბერი. 2022. 00:41

 

თუ რეზოლუციასა და იქ ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებებს ჩალის ფასი აქვს, გლუკსმანისგანცხადებას საერთოდ არავითარი ფასი არ აქვს, - ამის შესახებ პარტია ქართული „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, გამოდის გლუკსმანი და სააკაშვილის გათავისუფლებას აკავშირებს კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან. მისივე განმარტებით, ასეთ განცხადებებზე მკვეთრი რეაქცია ექნებათ.

ჩალასაც ხომ რაღაც ფასი აქვს და გლუკსმანის განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს, რადგან სააკაშვილის მრჩეველი იყო და მისი კორუფციული სქემის ერთ-ერთი ბენეფიციარი იყო. დაჰყავდა ხან ბალიზე, კუნძულებზე და ა.შ. პირდაპირ სარგებლობდა, მატერიალური სარგებელი აქვს მიღებული, მათ შორის სისხლის სამართლის საქმით, რომელიც არის აღძრული მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. რამდენიმე მილიონობით ლარის გაფლანგვას უკავშირდება ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, გლუკსმანის განცხადებას საერთოდ რა ფასი აქვს, ეს მე არ ვიცი. ხან გვიკავშირებენ კანდიდატის სტატუსს ომთან და გახსოვთ მაგალითად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება, ამასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის სტატუსის არ მინიჭება იყო პასუხი კითხვაზე ომი გინდათ. ეს პირდაპირ თქვა მან და ქვეყნის ომში არჩართვადაუკავშირა კანდიდატის სტატუსის არ მიღებას. ახლა გამოდის გლუკსმანი და სააკაშვილის გათავისუფლებას აკავშირებს კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებების მიმართ, ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური. როდესაც ტოლობის ნიშანი ისმება ევროკავშირსა და ომს შორის, ევროკავშირსა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შორის, რაც საბოლოო ჯამში ისევ არეულობასა და მეორე ფრონტს ნიშნავს, აქ ვერ ვიქნებით ჩვენ ლოიალურები და გვექნება ძალიან მკვეთრი რეაქცია ნებისმიერ ასეთ განცხადებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner