logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე სვამს ტოლობის ნიშანს ევროკავშირსა და სააკაშვილის თავისუფლებას შორის, რაც საბოლოო ჯამში არეულობასა და მეორე ფრონტს ნიშნავს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის კატეგორულად მიუღებელია
- +

16 დეკემბერი. 2022. 01:06

 

თუ ვინმე სვამს ტოლობის ნიშანს ევროკავშირსა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას შორის, რაც საბოლოო ჯამში არეულობასა და მეორე ფრონტს ნიშნავს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის კატეგორულად მიუღებელია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ მხარეს, სააკაშვილი დააპატიმრეს 1-ელ ოქტომბერს და მან შიმშილობა იმავე დღეს გამოაცხადა. საბაბიც კი არ შეუქმნია. კაცი დაპატიმრებულია კონკრეტული ბრალდებებით, მათ შორის, კანონი დაარღვია, როდესაც საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს აქვს დადგენილი, რომ დანაშაული მიუძღვის, გელაშვილის საქმე ხომ ყველამ ზეპირად იცის. არის 9 მილიონის საქმე, რომელსაც „პიჯაკების საქმეს“ უწოდებენ. სინამდვილეში საკუთარი შვილის განათლებას აფინანსებდა. წარმოიდგინეთ, ხვალ ჩემი შვილის, ან პრემიერის, ან კალაძის შვილზე რომ გაიგოს მოსახლეობას, რომ წელიწადში 10 თუ 20 000 ირიცხება მის დასაფინანსებლად. წარმოგიდგენიათ, ამას რა მოჰყვება? ქვეყანა დაინგრევა. ეს კაცი ამას აკეთებდა წლების განმავლობაში და არაფერი. ეს ხომ თან არაფერია იმ დანაშაულებთან შედარებით, რაც მას აქვს ჩადენილი“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner