უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას მიმართავს.
„სულ არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს!
შენ ხარ ჩემი ქალაქის მერი!
მადლობას გიხდი ყველა იმ პენსიონერის სახელით, ვისაც უფინანსებთ ოპერაციებს და წამლის ხარჯებს!
ძალიან დიდი მადლობა პატარა ბავშვების სიცოცხლის გადარჩენისთვის, რომელთა სიაც ძალიან დიდია!
დიდი მადლობა იმისთვის, რომ ნაციონალების მიერ გაყიდულ და გაპარტახებულ საბაშვო ბაღებს ახლიდან აშენებთ და ხსნით!
ძალიან დიდი ხანია გიცნობ და ზუსტად ვიცი, შენს განათლებასთან, ვინც ტალახს გესვრის, ახლოც ვერ მოვა, ვერც ცოდნის ბაზით და ვერც ინტელექტით!
როდესაც გაკრიტიკებენ ადამიანები, ვინც ყირაზე გადადიან ტელეგადაცემებში და საშინელი სიტყვებით იგინებიან, ასეთ ხალხს შენი ბოდიში არ ეკუთვნის!
თუ საჭირო გახდება, ჩვენც გამოვალთ შენს დასაცავად!
გაიხარე და წარმატებები", - წერს ინგა ბერიკაშვილი „facebook"-გვერდზე.