logo_geo
eng_logo
სოსო რობაქიძე: სააკაშვილმა რაც ჩაიდინა, აღიაროს, მოინანიოს, ყველას ბოდიში მოუხადოს, მაშინ შეიძლება, მას ჩვენნაირმა ხალხმაც შეწყალების თვალით შეხედოს
- +

16 დეკემბერი. 2022. 10:05

 

 

„მიშა სააკაშვილმა რაც ჩაიდინა, აღიაროს, მოინანიოს, ყველას ბოდიში მოუხადოს, მაშინ შეიძლება, მას ჩვენნაირმა ხალხმაც შეწყალების თვალით შეხედოს“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.

 

რობაქიძემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„დღეს ტელევიზიებს რომ ჩართავ, სულ სააკაშვილზეა საუბარი: როგორ არის, ჭამს თუ არ ჭამს, დადის თუ არ დადის. ძირითადად, ასეთი ინფორმაციებია იმ არხებიდან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურებიან. თუ არ ვცდები, გუშინწინ ევროპიდან სააკაშვილის დედის, სააკაშვილის ყოფილი მეუღლის და მისი შვილის, ედუარდის ჩართვა იყო. ევროდეპუტატებმა სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. ესენი, ალბათ, ის დეპუტატები არიან, რომლებიც სააკაშვილს მაშინაც მხარს უჭერდნენ, აქ ხალხს ქუჩაში რომ ხოცავდა, ციხეებში აწამებდა. მგონი, ესენი ის პარლამენტარები არიან, რომლებიც მიშა სააკაშვილს იმას „უპრავებდნენ“, რასაც სჩადიოდა. სად იყო ეს ხალხი მაშინ, რატომ არ იცავდნენ მათ უფლებებს, ვისაც სააკაშვილი შეკრებითობის პრინციპით ციხეში უშვებდა? უნდოდა, სულ ციხეში ყოფილიყვნენ, იქ რა პირობები იყო, ყველამ იცის. რით ვერ გააგებინეს ამ ევროპელებს, ეს ჩემამდე ვერ დადის.

 

მიხეილ სააკაშვილი, ქართველების ნომერ პირველი ჯალათი, დღეს ციხეში კი არ ზის, საავადმყოფოშია, კომფორტულად. პრეტენზიულია, რომ საჭმელი არ უნდა ჭამოს. სააკაშვილმა ზუსტად იცოდა, რამდენი უნდა ეჭამა, რომ გამხდარიყო . ის იმ რაოდენობით ჭამდა, რომ დღეს ნახონ, როგორი ნაწამები და დატანჯულია.

 

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რა თქვა სააკაშვილმა 2-3 წლის წინ ევროპასთან დაკავშირებით: ევროპელები კოლონისტები არიან, ყველას ზემოდან უყურებენო. ეს ჩანაწერი ტელევიზიებს აქვთ.

 

როგორც იქნა, რაც ეს მთავრობაა მოსული, თითის ქნევის უფლებას არავის აძლევს. თუ სააკაშვილის არგამოშვებით ევროკავშირში ვერ შევალთ, თუ ეს სააკაშვილზეა დამოკიდებული, მაშინ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ მიღირს.

 

მინდა, სააკაშვილის დედას, ქალბატონ გიულის და სააკაშვილის შვილს, ედუარდს მივმართო: წავიდეს, ირინა ენუქიძის საფლავზე ყვავილი დადოს, მიშა სააკაშვილს ჩართვა გაუკეთონ, რაც ჩაიდინა, აღიაროს, მოინანიოს, ყველას ბოდიში მოუხადოს, მაშინ შეიძლება, მას ჩვენნაირმა ხალხმაც შეწყალების თვალით შეხედოს.

 

მისი სიკვდილი არავის უნდა. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ სააკაშვილის სიკვდილი იმდენს არაფერს გამოიწვევს, მისი გაშვება რომ გამოიწვევს. მაშინ უფრო მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში. თუ სააკაშვილს გაუშვებენ, ქუჩაში ვინც საჭიროა, ისინი გამოვალთ, სამართალს და იმ რეჟიმის გასამართლებას მოვითხოვთ, რაც არ გააკეთეს“, – განაცხადა რობაქიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner