„პარტიები, ვინც ახლა ერთიანდებიან, ნაციონალების მიერ დაყოფილი პატარ-პატარა ფილიალებია", - ასე პასუხობს მსახიობი გია ბურჯანაძე „ რეზონანსის" მიერ დასმულ კითხვას - „ოპოზიციური პარტიების ბლოკებად გაერთიანება გაზრდის თუ არა მათ შანსს არჩევნებზე?"
„გააჩნია, ოპოზიციაში ვინ იგულისხმება. ის პარტიები, ვინც ახლა ერთიანდებიან, ნაციონალების მიერ დაყოფილი პატარ-პატარა ფილიალებია. მოსახლეობას იმის გონება უნდა ჰქონდეს, რომ ესენი იგივე ნაციონალები არიან და ხმა არ მისცენ", - აცხადებს მსახიობი.