ბათუმის ბიუჯეტი 284 950 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 30 900 000 ლარით მეტია.
პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 121 366 500 ლარი
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 25 462 300 ლარი
განათლება - 36 329 200 ლარი
კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა - 18 მილიონ 594 ათას 900 ლარი.
ბათუმში 2023 წელს 26 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაიწყება.
აშენდება - 6, რეაბილიტირდება - 17. მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება.
ბათუმი ავარიული სახლების გარეშე - პროგრამის ფარგლებში მშენებლობა მიმდინარეობს და დაიწყება 10 მისამართზე.
გამაგრებითი სამუშაოები სრულდება და იგეგმება 7-ზე.
უსაფრთხო გარემოში 1000-ზე მეტი ოჯახი იცხოვრებს.
2023 წლის ბიუჯეტი - 22 500 000 ლარი.
ე.წ. შანხაის დასახლებაში 324 ბინაზე გათვლილი ორი რვასართულიანი სოციალური სახლი აშენდება.
საცხოვრებელი ფართებით 150-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.
პროექტის ღირებულება 33 მილიონ ლარს შეადგენს.
ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი სრულად განახლდება, 2023 წელს ბათუმს 60 ახალი ავტობუსი შეემატება.
2023 წელს ბათუმში 10 ახალი სკვერის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია:
- თამარის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია,
- აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით 55 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
გასულ წელთან მიმართებაში ბიუჯეტი 5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ბიუჯეტი - 25 462 300 ლარი.