logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: მსგავსი სტრატეგიული დოკუმენტი დედაქალაქის ისტორიაში არ ყოფილა
- +

27 აგვისტო. 2016. 17:01



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ საკრებულოს დეპუტატებს თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო.



დედაქალაქის მერის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს დეპუტატთა შესაბამისმა რაოდენობამ მოითხოვა დედაქალაქის მერის საკრებულოში მოსვლა აღნიშნულ საკითხზე და მან იმავე დღეს გამოთქვა მზაობა, საკრებულოს წინაშე ანგარიში წარედგინა.



თბილისის მერმა ისაუბრა ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით თბილისის მერიის მიერ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის ისტორიაში პირველად შემუშავდა გარემოს დაცვითი სტრატეგია 2015-2020 წლებისათვის.



მსგვსი სტრატეგიული დოკუმენტი დედაქალაქის ისტორიაში არ ყოფილა. ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელსაც ჩვენი გამწვანების პოლიტიკა ეფუძნება. მასზე დაყრდნობით ჩვენ დავიწყეთ რეალიზაცია ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამისა, რომლის გამწვანების კომპონენტი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას მოიცავდა. პირველი, ეს არის მასობრივი გამწვანების ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც ბოლო ორი წლის განმავლობაში დარგულია 560 000 ხე. ამ წლის შემოდგომაზე 79 000-მდე ხე დაირგვება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



ნარმანიას თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მერია აქტიურად მუშაობდა სკვერებისა და პარკების აღდგენის ღონისძიებებზე.



სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა გოთუას სკვერის რეაბილიტაცია. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერებს რობაქიძის გამზირზე, თამარაშვილის ქუჩაზე. მიმდინარეობს მაიაკოვსკის სკვერის აღდგენითი სამუშაოები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



მისი თქმით, თამარაშვილის ქუჩაზე სკვერი ბოლოს 1961 წელს იქნა აღდგენილი.


ამასთან, თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობამ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციის გზით დაიწყო ხმობადი და დაავადებული ხეების ჩანაცვლება.



ბოლო ორი სეზონის განმავლობაშ ვატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა დაავადებულმა ხეებმა მეტი ზიანი არ გამოიწვიოს. ბოლო ინვენტარიზაცია და ასეთი გამოხშირვითი ღონისძიებები ბოლოს 1988 წელს ჩატარდა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner