„რეზონანსის" შეკითხვას „რატომ ტოვებენ ბურჭულაძის პარტიას მისი წევრები?" - ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავამ უპასუხა.
„საქმე იმაშია, რომ იმ ბავშვებსაც, ბათუმის ახალგაზრდული პარტიის წევრებს, რომლებიც ეხმარებოდნენ მათ, გულწრფელად სჯეროდათ მისი. საქმე რეალურად ისე არ არის, როგორც ბატონი პაატა ამბობდა, რომ იმაზე მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე 4 წლის წინ იყო.
როგორც კი ეჭვი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობას გეგმავს, ამ ადამიანებს პარტიასთან ურთიერთობის სურვილი გაუქრათ. მით უმეტეს, რომ ბევრი საუბრობს სახელოვნებო წერეებში იმაზე, რომ ბურჭულაძის პარტიის ხელმძღვანელობა უკრაინიდან, ოდესიდან იმართება.
ამ ბავშვებს კი არ უნდათ, ხელი გაისვარონ ამ პოლიტიკურ ძალასთან და რა ქნან, მე მათი მესმის", - აცხადებს დოდო ხურცილავა.