"2008 წლის ომის შემდეგ, წინა ხელისუფლებამ თითი თითზე არ დაადო, რათა რუსეთთან დავა მოგვეგო ჰააგაში," - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია Facebook-ზე.
„ეგ კი არა, მტკიცებულებები იყო გამქრალი, რითაც შეიძლებოდა აგრესორი სახელმწიფო დაგვედანაშაულებინა ჩადენილ ქმედებებში. ამ ყველაფრის მიუხედავად დღევანდელმა ხელისუფლებამ, წარმოუდგენელი, უმძიმესი, უპრინციპულესი დავა მოუგო რუსეთს ჰააგაში.... მეგობრებო, მოვიგეთ, მოვიგეეეთ რუსებს ჰააგა მოვუგეთ, რა დროს მანიაკი და საქართველოს გამყიდველი სააკაშვილია. ჩემო ქართველებო, მოვუგეთ რუსებს ჰაააგა,” - წერს ლატარია.
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა.