logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ჰააგაში გამოძიება დასრულდა საქართველოს გამარჯვებით, ეს არის მთავარი და საქართველოს მტრები რას იტყვიან, დიდი ხანია საინტერესო აღარ არის
- +

16 დეკემბერი. 2022. 19:33

"ეს ყველას გამარჯვებაა, იმათიც ვინც არაფერი გააკეთა კი არა და გამოძიებას უმალავდა მტკიცებულებებს, ჩემი ვარაუდით, რომ შემდგომ ხელი მოეწერათ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე. ამ გამარჯვებასაც ვერ იფერებენ და რაღაც სისულელეებს ბოდავენ," - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აგვისტოს ომზე საქმის გამოძიების დასრულებას.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, პირველ რიგში მადლობა ეკუთვნის თეა წულუკიანს და მის გუნდს, რომელმაც კოლოსალური სამუშაო ჩაატარა დღევანდელი გამარჯვებისთვის.

მოსალოცი ამბავია! პირველ რიგში, მადლობა ეკუთვნის თეა წულუკიანსა და მის გუნდს, რომელმაც კოლოსალური სამუშაო ჩაატარა დღევანდელი გამარჯვებისთვის. ეს ყველას გამარჯვებაა იმათიც, ვინც არაფერი გააკეთა კი არა და გამოძიებას უმალავდა მტკიცებულებებს, ჩემი ვარაუდით, რომ შემდგომ ხელი მოეწერათ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე. ამ გამარჯვებასაც ვერ იფერებენ და რაღაც სისულელეებს ბოდავენ. ჰააგაში გამოძიება დასრულდა საქართველოს გამარჯვებით, ეს არის მთავარი და საქართველოს მტრები რას იტყვიან, დიდი ხანია საინტერესო აღარ არის“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner