logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები, მხოლოდ სიტყვით გაჰკივიან რუსეთის ოკუპანტობის შესახებ, საქმით, ხელმოწერით დაეთანხმნენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერს, რომ „საქართველომ დაიწყო ომი“
- +

16 დეკემბერი. 2022. 19:34

"საქმით და არა სიტყვით, დიახ, სწორედაც საქმით იბრძვის „ქართული ოცნება“, რუსეთის ფედერაციას იმ აგრესიისა და ტერიტორიების 20 % ოკუპაციის გამო რაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინა, რაც ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულებით დადასტურდა, "- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მხოლოდ სიტყვით გაჰკივიან რუსეთის ოკუპანტობის შესახებ, ისე კი, ხელმოწერით დაეთანხმნენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერს, რომ „საქართველომ დაიწყო ომი“.

„საქმით და არა სიტყვით, დიახ, სწორედაც საქმით იბრძვის „ქართული ოცნება“, რუსეთის ფედერაციას იმ აგრესიისა და ტერიტორიების 20 % ოკუპაციის გამო რაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინა, რაც ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულებით დადასტურდა. რაც შეეხება, წინა “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მხოლოდ სიტყვით გაჰკივიან რუსეთის ოკუპანტობის შესახებ, საქმით, ხელმოწერით დაეთანხმნენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერს, რომ „საქართველომ დაიწყო ომი“, საქმით კი გადამალეს რუსული ისკანდერი, და საქმით კი სტრატეგიული ობიექტების რუსეთს გადასცეს. დღესაც იგივე ხდება, სიტყვით ანტი-რუსობას გაჰკივიან, საქმით კი ყოველდღიურად ამტკიცებენ რუსულ სცენარებში მონაწილეობას“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner