„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებას გიორგი გამსახურდია „ტვიტერით“ ეხმიანება.
„არავის აქვს უფლება, რომ ვინმეს შვილებს შეეხოს. დაიხსომეთ ეგ. შვილები და ბავშვები ხელშეუხებლები არიან, თქვე მართლა ავადმყოფებო! ყველას ეხება ეს, ვინც ბავშვებს და შვილებს ეხება! არ მიკვირს მოძალადე პოლიტიკური ძალისგან ეგ, უარესები უქნიათ, მაგრამ მაინც, ხალხო, გონს მოეგეთ! სოლიდარობა რატის!“ - წერს გიორგი გამსახურდია.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ.