logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია: არავის აქვს უფლება, ვინმეს შვილებს შეეხოს. სოლიდარობა რატის!
- +

17 დეკემბერი. 2022. 13:34

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებას გიორგი გამსახურდია „ტვიტერით“ ეხმიანება.

 

„არავის აქვს უფლება, რომ ვინმეს შვილებს შეეხოს. დაიხსომეთ ეგ. შვილები და ბავშვები ხელშეუხებლები არიან, თქვე მართლა ავადმყოფებო! ყველას ეხება ეს, ვინც ბავშვებს და შვილებს ეხება! არ მიკვირს მოძალადე პოლიტიკური ძალისგან ეგ, უარესები უქნიათ, მაგრამ მაინც, ხალხო, გონს მოეგეთ! სოლიდარობა რატის!“ - წერს გიორგი გამსახურდია.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner