logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: უნებართვოდ ხეების ჭრასთან დაკავშირებით უნდა გამკაცრდეს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის ზომები
- +

27 აგვისტო. 2016. 17:32



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქში განხორციელებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ასევე აღნიშნა რომ, უნებართვოდ  ხეების ჭრასთან დაკავშირებით უნდა გამკაცრდეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის ზომები.


თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია იგეგმება. მასობრივი გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, 560 ათასი ხე დაირგო, ხოლო შემოდგომაზე დედაქალაქის სხავადასხვა ტერიტორიაზე 79 ათასი ხე დაირგვება. დასრულდა რამდენიმე სკვერის აღდგენითი სამუშაოები, რომლის ფარგლებში დაირგო ხეები. ხდება ხმობადი  და დაავადებული ხეების ჩანაცვლება, რათა დაავადებულმა ხეებმა ზიანი არ გამოიწვიოს. შემუშავდა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ დებულება. აღნიშნული სამსახური გარდაიქმნება გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის სამსახურად და მასში რამდენიმე განყოფილება შევა. უნდა გამკაცრდეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის ზომები იმ შემთხვევისთვის, თუ შესაბამისი ნებართვის გარეშე ვინმე ამა თუ იმ ტერიტორიაზე შევა და ხეების ჭრას დაიწყებს", - განაცხადა ნარმანიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner