კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება ბუქარესტში საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაინი სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგიის დერეფნის ორგანიზებას აღფრთოვანებით მიესალმა.
„როგორც ჩანს, ენერგეტიკული საჭიროებების სფეროში დემოკრატიის უკუსვლა სამხრეთ კავკასიაში არ აღინიშნება!
ვაშაა!
შინ ევროპისკენ!“ - წერს ხაინდრავა.