logo_geo
eng_logo
დოდო ხურცილავა: მეგრელები „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთ იაფფასიან ანკესზე არ წამოეგებიან
- +

27 აგვისტო. 2016. 17:36



ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრის კენჭს. ამასთან დაკავშირებით „რეზონანსთან" საუბრისას ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავამ აღნიშნა, რომ მეგრელები ჭკვიანი ხალხია და სანდრას ხმას არ მისცემენ.

 

„ვნახე, მეგრულად რომ უმღერა, მაგრამ მეგრელები ისეთი ჭკვიანი ხალხია, არ მგონია, ამისთანა იაფფასიან ანკესზე წამოეგონ. ერთ დეტალს მივაქციე ყურადღება, რომ „რუსთავი 2"-მაც კი კადრი ვერ გაშალა, იმდენად ცოტა ხალხი იყო.

 

არ მგონია, რომ სანდრა რულოვსი აირჩიონ. წესით, საერთოდ გამოსაჩენი პირი არ აქვს მაგ ხალხს, მაგრამ სირცხვილი და „ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს ვერ ეგუებიან", - ამბობს დოდო ხურცილავა.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner