logo_geo
eng_logo
“წარმატებები, დე!” – ნიკოლოზ ღარიბაშვილი ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა
- +

17 დეკემბერი. 2022. 22:46

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი აშშ-ში ისწავლის.

როგორც გავრცელებულ დოკუმენტში წერია, ნიკოლოზ ღარიბაშვილი აშშ-ში, პენსილვანიის Wharton School-ში ისწავლის.

“წარმატებები დე”, – წერს ნუნუკა თამაზაშვილი.

პრემიერ-მინისტრის უფროს ვაჟს ნიკოლოზ ღარიბაშვილს, რომელიც ახლა უკვე აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტია, წარმატება მიულოცა საერთაშორისო აკადემია “ლოგოსის” თანადამფუძნებელმა და პედაგოგმა ბესიკ კევლიშვილმა. 

“ბედნიერებაა, როცა შრომა ფასდება. ჩემს გვერდით დღეს უკვე UPEN- ის (პენსილვანიის უნივერსიტეტის) სტუდენტია, ნიკოლოზ ღარიბაშვილი. ეს შესანიშნავი ამბავი კი ერთი ბოთლი ღვინით აღვნიშნეთ. ვულოცავ ამ უმაგრეს კაცს და მის მშობლებს. თქვენ კი ყველას ბედნიერება და წარმატებები დაგებედოთ.❤️”

right_banner right_banner
არქივი
right_banner