logo_geo
eng_logo
გურამ გურამიშვილი: ტექინსპექტირება აუცილებელია და ასევე აუცილებელია ცნობიერების ამაღლება ჩვენს მოსახლეობასა და მძღოლებში, რომ მნიშვნელოვანია მართავდნენ ტექნიკურად გამართულ მანქანას
- +

18 დეკემბერი. 2022. 00:54

 

2023 წლის 1-ელი იანვრიდან სავალდებულო ხდება ტექინსპექტირებისას ხმაურის დონის შემოწმება ავტომობილებზე. ასევე სავალდებულო ხდება პარამეტრი, რომელიც დღეს 0,6%-ია CO-ზე. 1-ელი თებერვლიდან კი განმეორებითი ტექისნპექტირება ხდება ფასიანი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ტექინსპექტირება თავისი შინაარსით არის პრევენციული ღონისძიება და ძალიან ძნელია დაადგინო უკვე აღმოფხვრილი დარღვევების შედეგად არდამდგარი მიზეზი. ტექინსპექტირება აუცილებელია და ასევე აუცილებელია ცნობიერების ამაღლება ჩვენს მოსახლეობასა და მძღოლებში, რომ მნიშვნელოვანია მართავდნენ ტექნიკურად გამართულ მანქანას და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათი მანქანა არ იყოს ეკოლოგიური საფრთხის წყარო“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner