პერუს ახალმა პრეზიდენტმა, დინა ბოლუარტემ გადადგომაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც პოლიციასა და ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მომხრეებს შორის შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.
ბოლუარტეს თქმით, მისი წასვლა პოლიტიკურ კრიზისს ვერ გადაწყვეტს. ამასთან, მან პარლამენტს მოუწოდა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მის წინადადებას მხარი დაუჭიროს.
გასულ კვირას მემარცხენე პრეზიდენტმა პედრო კასტილომ კონგრესის დაშლა სცადა, რის შემდეგაც მას იმპიჩმენტი გამოუცხადეს და დააკავეს. დინა ბოლუარტემ, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, პრეზიდენტი შეცვალა.
კასტილოს გადაყენების შემდეგ, პერუში მასობრივი აქციები დაიწყო. გავრცელებული ცნობით, შეტაკებებს უკვე 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.