logo_geo
eng_logo
ხვიჩა კვარაცხელიამ „ვილიარეალს“ გაუტანა
- +

18 დეკემბერი. 2022. 10:40

 

 

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებს. ამჯერად იტალიური გუნდი შინ ესპანურ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდა.

 

კვარაცხელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, გოლი კი მეორე ტაიმში გაიტანა. „ნაპოლიმ“ 78-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც საქართველოს ნაკრების ლიდერმა შეასრულა. საბოლოო ჯამში კი შეხვედრა „ვილიარეალის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

 

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას „ნაპოლი“ 21 დეკემბერს ფრანგულ „ლილთან“ გამართავს, იტალიის ჩემპიონატში კი უკვე მომავალ წელს, 4 იანვარს „ინტერთან“ ითამაშებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner