logo_geo
eng_logo
კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 9 ფაქტი გამოავლინეს
- +

18 დეკემბერი. 2022. 11:40

 

 

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ტყით სარგებლობის 9 ფაქტი გამოავლინეს. ხე-ტყის უკანონო მოპოვება-დამზადებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლენილია გურჯაანის, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში.

 

„მოქალაქეები, უკანონოდ მოპოვებული რცხილის, წიფლისა და მუხის ხე-მცენარეებისგან დამზადებული, ჯამში 37 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner