გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა. ობიექტის გახსნას კანცლერი ოლაფ შოლცი, ასევე ქვეყნის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები დაესწრნენ. როგორც შოლცმა აღნიშნა, ტერმინალის მეშვეობით გერმანიის ენერგომომარაგება “რუსეთის მილსადენებისგან დამოუკიდებელი გახდება”. არსებული ინფორმაციით, ტერმინალს ყოველწლიურად გერმანიაში მოხმარებადი გაზის 6 პროცენტის მიწოდება შეუძლია.
მთლიანობაში გერმანია რუსული გაზის ჩასანაცვლებლად თხევადი გაზის ოთხი მცურავი ტერმინალის გახსნას გეგმავს. მეორე ტერმინალის გახსნა 2023 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.