logo_geo
eng_logo
გიორგი კოპაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
- +

27 აგვისტო. 2016. 17:50



საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან  შეხვედრებს აგრძელებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე.



 იგი ამჯერად  სოფლებს - მუგარეთს, ფერსას, გიორგიწმინდასა და კლდეს  ესტუმრა.



გიორგი კოპაძემ  მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და საკუთარი ხედვები გააცნო. საუბარი შეეხო ახალგაზრდების დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარების, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და ხელოვნების განვითარების მნიშვნელობას.



მნიშვნელოვანია სწრაფი ნაბიჯებით  სვლა, რადგან თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ეკონომიური კეთილდღეობა",-განაცხადა ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner