საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე.
იგი ამჯერად სოფლებს - მუგარეთს, ფერსას, გიორგიწმინდასა და კლდეს ესტუმრა.
გიორგი კოპაძემ მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და საკუთარი ხედვები გააცნო. საუბარი შეეხო ახალგაზრდების დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარების, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და ხელოვნების განვითარების მნიშვნელობას.
„მნიშვნელოვანია სწრაფი ნაბიჯებით სვლა, რადგან თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ეკონომიკური კეთილდღეობა",-განაცხადა ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატმა.